ავთანდილ კუნჭულია: ის, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, აიხსნება მხოლოდ ერთადერთი ფაქტით - მათ არ გააჩნიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება

ავთანდილ კუნჭულია: ის, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, აიხსნება მხოლოდ ერთადერთი ფაქტით - მათ არ გააჩნიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება

ის, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, აიხსნება მხოლოდ ერთადერთი ფაქტით - მათ არ გააჩნიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია. მისივე თქმით, მმართველი პარტია მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

„ქართული ოცნება“ მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან და ფაქტებით დადასტურებული მტკიცებულებები წარადგინოს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად არღვევდა კანონს, მოიპოვებდა პერსონალურ მონაცემებს და ამუშავებდა კანონსაწინააღმდეგოდ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნების საწინააღმდეგოდ. ისინი არეგისტრირებდნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებად, რათა არჩევნებზე მისულ ამ ადამიანებს არ ჰქონოდათ ხმის მიცემის საშუალება რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად“, - აღნიშნავს კუნჭულია.

გამოძიების დაწყების ინიციატივით, პროკურატურას ცესკომ მიმართა. საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხის გამოძიება აშშ-ს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც მოითხოვეს.

მერაბ.g ადამიანმა არჩევნები გამოიგონა უმრავლესობის ნების გამოსახატავად! ძველად უმრავლესობას ზოგა ყვირილის სიმძლავრის მიხედვით ადგენდნენ, ქვების ოდენობით ... მერე "ჭკვიანებმა" გადაწყვიტეს, რომ რიგითი ადამიანები უტვინოები არიან, მათ ვერ ანდობდნენ შედეგის დადგომას და გამოიგონეს ორსაფეხურიანი არჩევნები, ანუ ხალხი ირჩევდა წარმომადგენელს "ჭკვიანს" და მერე ეს ჭკვიანები ირჩევდნენ პრეზიდენტს, დეპუტატს, გუბერნატორს ... ორსაფეხურიანი არჩევნები რომ დისკრიმინაციური იყო, ამას ხალხი დიდი ხნის წინ მიხვდა ... 1905 წლის რუსეთის პირველი რევოლუციის მთავარი მოთხოვნა იყო ორსაფეხურიანი არჩევნების გაუქმება ...დღეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში პირდაპირი არჩევნებია, ყველამ იცის, რომ ის ანომალიაა... აფრიკაში, პოლინეზიაში... გარდა აშშ-სა!!! ამერიკაში პრეზიდენტის არჩევა ხდება ორსაფეხურიანი სისტემით, რიგითი ადამიანები ირჩევენ წარმომადგენლებს, მერე ისინი პრეზიდენტს!!! შედეგი კი ისაა, რომ ბოლო 4 არჩევნებში პრეზიდენტი გახდა ის, ვისაც უშუალოდ ხალხის ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა!!! და ამათ უნდა გვასწავლონ არჩევნები და სამართლიანობა!
არაფერს ვამბობ მაგათ გუშინდელ დღეზე - კუკლუსკლანსა და ლინჩის წესით "სასამართლოებზე"
2 კვირის უკან