მაია ბითაძე რადიკალებზე: ეს არის უპასუხისმგებლო, მოღალატე ადამიანთა კრებული, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელთაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიური არასდროს არაფერი გაუკეთებიათ

მაია ბითაძე რადიკალებზე: ეს არის უპასუხისმგებლო, მოღალატე ადამიანთა კრებული, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელთაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიური არასდროს არაფერი გაუკეთებიათ

ეს არის უპასუხისმგებლო, მოღალატე ადამიანთა კრებული, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელთაც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიური არასდროს არაფერი გაუკეთებიათ; რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გამოიგონონ ათასი სცენარი და ჩვენი მოსახლეობა ამყოფონ მუდმივი სტრესისა და დაშინების ქვეშ, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

„ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ უკვე ადამიანების სიებსაც აქვეყნებენ და მე იმედი მაქვს, რომ ამას სათანადო პასუხი გაეცემა - თუ გვაქვს საქმე პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან. „მოღალატეების სიას“ ქმნიან, როგორც ემიგრანტების, ასევე დღეს დაიწყო ნინო ლომჯარიამ რაღაც სიების გამოქვეყნება. ესენი არიან ფაშისტი ადამიანები, რომლებმაც გარკვეულწილად, მიაღწიეს მიზანს - გადაკიდეს ერთმანეთს ადამიანები, რასაც ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, ნამდვილად არ ვაპატიებთ.

როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაქვს გაკეთებული, როგორ შეიძლება შენ ითხოვდე, საერთოდ, რამეს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია შეუჩერდეს, რადგან თურმე, „ქართული ოცნებაა“ რუსეთუმე. როგორ შეიძლება, შენ ითხოვდე რამეს, როდესაც შენი მმართველობის დროს სტრატეგიული ობიექტები რუსეთზე გაასხვისე. როგორ შეიძლება, შენ ითხოვდე რამეს, როდესაც ამ ქვეყნის ოკუპაციას დამატებით შეუწყვე ხელი და ასე ვთქვათ, 20% „ლეგალურად“ ოკუპირებულია; როგორ შეიძლება, ითხოვდნენ რაიმეს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებში მავნებლობის გარდა არაფერი მოუტანიათ. მინდა დავამშვიდო ქვეყნის მოსახლეობა, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ დაემუქრება“, - განაცხადა ბითაძემ.

მერაბ.g ოპოზიცია, რომ მოღალატეთა კრებულია, ამის განცხადებას ფაშიზმის სუნი უდის ქაბატოჯან!
2 კვირის უკან