წინასაარჩევნო კამპანიის დროს სტუდენტებს ვხვდებოდი და მათ არ ახსოვდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სიტუაცია. მომიწია ამ ყველაფრის შეხსენება და ვუსურვე კიდეც, რომ მათ არასოდეს გამოცადონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა აჩიკო ბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენი სტუდენტობის დროს ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ და იმასაც კი ვფიქრობდი, რომ საერთოდ ქვეყანა დამეტოვებინა. სიმართლეს რომ მოგიკლავენ და შენს ადამიანურ განწყობას შეეხებიან, ეს ძალიან ემოციურია.
7 ნოემბერს ჩემს ბათუმელ მეგობრებთან ერთად გამოვხატე პირველად პროტესტი და დასრულდა იმით, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ფოტოებით დარბოდნენ სპეცრაზმელები, რომ განსაკუთრებით დავესაჯეთ.
საბოლოო ჯამში სიმართლე მაინც იმარჯვებს და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ გამარჯვებას, მშვიდობას და განვითარებას. ეს ქვეყანა არის სინათლე, მართლმადიდებლური, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჩვენ ძალიან დიდი მომავალი გვაქვს. როდესაც პასუხისმგებლობიანი მთავრობა გყავს სათავეში, რომელიც ფიქრობს მშვიდობაზე, ის ქვეყანა აუცილებლად გადარჩება“, -აღნიშნა აჩიკო ბერიძემ.