მაია ბითაძე: ეუთო/ოდირის დასკვნებში ამგვარი ჩანაწერები - თავისუფალი და სამართლიანი, ბოლო პერიოდში არ მოიპოვება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით, რადგან ეს დავის ან ინტერპრეტაციების საგანი ხშირად გამხდარა

მაია ბითაძე: ეუთო/ოდირის დასკვნებში ამგვარი ჩანაწერები - თავისუფალი და სამართლიანი, ბოლო პერიოდში არ მოიპოვება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით, რადგან ეს დავის ან ინტერპრეტაციების საგანი ხშირად გამხდარა

ეუთო/ოდირი ამბობს და თქვა პირველივე დღეს, რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ის გადაცდომები და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს, რომელიც გამოვლინდა არჩევნების დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, მათ არაერთი განცხადება გააკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით, „მათ შორის საგარეო გუნდმაც“.

„ეუთო/ოდირის დასკვნებში ამგვარი ჩანაწერები - თავისუფალი და სამართლიანი, ბოლო პერიოდში არ მოიპოვება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით, რადგან ეს დავის ან ინტერპრეტაციების საგანი ხშირად გამხდარა. აქ მთავარია, როგორ ფასდება მთლიანად პროცესი და რას ამბობს ეუთო/ოდირი.

ეუთო/ოდირი ამბობს და თქვა პირველივე დღეს, რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ის გადაცდომები და შესაბამისი რეაგირება გააკეთოს, რომელიც გამოვლინდა არჩევნების დღეს. იგივე გაიმეორა ყველა უცხოელმა აქტორმა. თუმცა, იქ იყო გარკვეული გამოვლინება - მილერის განცხადება იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. საერთაშორისო გამოძიება, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა ბითაძემ.