2018 წლიდან ვარ ამ არხის მფლობელი და მაშინვე დავიწყე ფიქრი, მე რად მინდა ეს არხი, რა უნდა გავაკეთო და მაშინ ჩამომიყალიბდა ეს დოქტრინა, ასე ვთქვათ, რომ ეს არხი არსებობს იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„ზუსტად ეს ხალხია ახლა მთავარი ოპოზიცია. ხალხი, რომელმაც „იმედი“ დახურა, 300 000 კაცი დაიჭირა, უამრავი უბედურება მოუტანა ყველა ოჯახს საქართველოში, მათ შორის ჩემს ოჯახსაც, ახლა არის მთავარი ოპოზიცია და კიდევ ითხოვენ, რომ „იმედში“ მოგვიშვითო. თურმე არჩევნები იმიტომ წააგეს, რომ ჩვენ „იმედში“ არ ვუშვებდით. მადლობა ღმერთს, ზუსტად მაგიტომ არ ვუშვებდით, რომ მაგათ არჩევნები წაეგოთ, მაგიტომ ვართ ჩვენ“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.