ირაკლი რუხაძე: „იმედს“ არანაირი შეხება არ ჰქონია გიორგი არველაძესთან. შეხება ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც მოველაპარაკეთ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ვისთანაც მოლაპარაკებაზე გიგი უგულავა დადიოდა - ასეთი იყო მედიათავისუფლება

ირაკლი რუხაძე: „იმედს“ არანაირი შეხება არ ჰქონია გიორგი არველაძესთან. შეხება ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც მოველაპარაკეთ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ვისთანაც მოლაპარაკებაზე გიგი უგულავა დადიოდა - ასეთი იყო მედიათავისუფლება

„იმედს“ არანაირი შეხება არ ჰქონია გიორგი არველაძესთან - ეს იყო ტყუილი! შეხება ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც მოველაპარაკეთ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ვისთანაც მოლაპარაკებაზე გიგი უგულავა დადიოდა - ასეთი დემოკრატია ცხვებოდა, ასეთი იყო მედიათავისუფლება, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას სჭირდებოდა იმიჯი, რომ ქვეყანაში ოპოზიცია და თავისუფალი მედია არსებობდა.

„სჭირდებოდათ, რომ თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგადაა. თითქოს, ოპოზიციაც არის, გახსოვთ, პარლამენტში ჰყავდა პატარა ჯგუფი ოპოზიციონერების; თითქოს, საქართველოში თავიუფალი მედიაც არის და ამიტომ, „იმედი“ სახელმწიფომ კი არ მიიტაცა და დახურა, არამედ მიიტაცა, დახურა და მერე გახსნა, ოღონდ უკვე კერძო ხელში იყო - გიორგი არველაძე იყო „იმედის“ კერძო მფლობელი. უბრალოდ, „იმედს“ ყველაფერი მოსწონდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ჩვენს ხელში რომ იყო, რა თქმა უნდა, არ მოგვწონდა, ვიძახდით, რაც ხდებოდა და ამიტომ გვქონდა დიდი რეიტინგი. გიორგი არველაძეს რასაც ეუბნებოდნენ, იმას აკეთებდა“, - აღნიშნა რუხაძემ.

მან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის „იმედის“ დაბრუნების ფაქტიც გაიხსენა.

„ბოლოს და ბოლოს, როდესაც წააგეს 2012 წლის არჩევნები, მივედი გიგი უგულავასთან, ვუთხარი, რომ თუ თქვენ „იმედს“ არ დაგვიბრუნებთ, წავალთ, ვიჩივლებთ და მაინც დავაბრუნებთ. ერთი დღის განმავლობაში აქეთ-იქით სააკაშვილთან იარა და გვიან ღამით, 02:00-03:00 საათზე გვითხრა, რომ ხვალ დილით მიდით „იმედში“, დაგიბრუნდებათო. მოვიდა მფლობელი გიორგი არველაძე, რომელმაც ერთ ლარად გადმოგვცა „იმედი“ ისე, რომ გიორგი არველაძესთან მანამდე შეხება არ მქონია. ანუ, „იმედს“ არანაირი შეხება არ ჰქონია გიორგი არველაძესთან - ეს იყო ტყუილი! შეხება ჰქონდა იმ ხალხთან, ვისაც მოველაპარაკეთ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, ვისთანაც მოლაპარაკებაზე გიგი უგულავა დადიოდა. ასეთი დემოკრატია ცხვებოდა, ასეთი იყო მედიათავისუფლება“, - განაცხადა რუხაძემ.