შემოწმება სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებში (ვიდეო)

შემოწმება სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შემოწმება ხორციელდება. მიზანს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების ფაქტებზე გეგმიური პრევენციული შემოწმება წარმოადგენს. პირველ ეტაპზე ნარკოლოგიური შემოწმება სამხედრო პოლიციის დეპატრტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გაიარეს.

დღესვე, სამხედრო პოლიციელთა ნაწილი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. მათ ადგილზე ნარკოლოგიური ტესტი ჩააბარეს. შემოწმება ჩატარდა ქუთაისშიც.

ღონისძიება კანონმდებლობის გათვალისწინებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყველა ქვედანაყოფში პერმანენტულად განხორციელდება.