მოღიმარი ბრიუს უილისი ლოს-ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს

მოღიმარი ბრიუს უილისი ლოს-ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს

ბრიუს უილისის თაყვანისმცემლებს მოღიმარი მსახიობის დანახვა ძალიან გაუხარდათ. ბრიუსი ლოს-ანჯელესში შენიშნეს. ის მგზავრის მხარეს იჯდა და დაცვის თანხლებით მანქანით სეირნობდა. მსახიობმა ჩამოწეული ფანჯრიდან გულშემატკივრებს გაუღიმა.

გულშემატკივრებმა ბრიუსის გასეირნების სურათები X-ზე გააზიარეს და სიხარულით აღნიშნეს, რომ ის ძალიან ბედნიერი ჩანდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. გაცილებით უკეთ, ვიდრე ექვსი თვის წინ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში.

2022 წელს მსახიობს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს. ბრიუსის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ დაავადების გამო მსახიობი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. მოგვიანებით, 2023 წელს, უილისს ფრონტოტემპორალური დემენციის აგრესიული ფორმა დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები მისი ტვინის იმ ნაწილშია დაზიანებული, რომელიც დაგეგმვაზე, მსჯელობაზე, ემოციებზე, მეტყველებასა და მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.