საჭმელსა და განწყობას შორის პირდაპირი კავშირია

საჭმელსა და განწყობას შორის პირდაპირი კავშირია

თანამედროვე ფარმაკოლოგია ათასგვარ ტრანკვილიზატორს გვთავაზობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აღმოჩენილია რამდენიმე ეფექტური ხერხი, რაც წამლების გვერდის ავლით, ხასიათის გამოკეთებას უწყობს ხელს.

განწყობის შეცვლის ხერხებიდან ყველაზე ეფექტურად აერობიკა სახელდება. ძალიან სასარგებლოა ბიოქიმიური და სხვა ცვლილებები, რაც ფიზიკური სავარჯიშოების შედეგად ვითარდება. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი, ველოსიპედით სიარული, სეირნობა და ცურვა. კერძოდ, ყველაფერი ის, რაც გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს და ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს. დღეში მხოლოდ ოცი წუთის განმავლობაში ვარჯიში თქვენს განწყობას საგრძნობლად აამაღლებს.

ტვინისთვის ფერი ისეთივე მკვებავია, როგორც ორგანიზმისთვის ვიტამინები. იმისთვის, რომ თავიდან  აიცილოთ გაღიზიანება და სიბრაზე, თავი აარიდეთ წითელ ფერს. თუ დეპრესიასთან ბრძოლა გსურთ, არ ატაროთ ასეთი ფერის სამოსი. ასევე, თუ სევდას გსურთ, თავი დააღწიოთ,  ნუ ჩაიცვამთ შავ და მუქ ნაცრისფერ სამოსს. აირჩიეთ თბილი, ნათელი და ცოცხალი ფერები. იმისთვის, რომ დაწყნარდეთ და მოიხსნათ დაძაბულობა, უყურეთ ნეიტრალურ ფერებს, მაგალითად, ღია ცისფერს, ღია ვარდისფერს და ასე შემდეგ.

ასევე, მეცნიერებმა საჭმელსა და ხასიათს შორის უშუალო კავშირი აღმოაჩინეს. პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად, ნახშირბადს შეიცავს, თავისებურ დამაწყნარებელ საკვებად მიიჩნევა და მათ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. საჭმელში ცილების გამოყენება ტვინის სიცოცხლისუნარიანობას და გონებრივი ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს.

ცილების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა: თევზი, მოლუსკები, ქათმისა და ხბოს ხორცი.

კოფეინის ჭარბი გამოყენება იწვევს ხასიათის ცვლილებებს და ეს გაითვალისწინეთ. აგრეთვე, ძილს შეუძლია განწყობის გაუმჯობესება, დაღლილობის მოხსნა. სიზმარი კი ეგრეთ წოდებულ ფსიქოთერაპიულ როლს ასრულებს. სიზმარი გვეხმარება დაძაბულობის მოხსნასა და ხასიათის დარეგულირებაში.