ტიმოთი შალამე საკუთარი ორეულების კონკურსზე მივიდა

ტიმოთი შალამე საკუთარი ორეულების კონკურსზე მივიდა

ნიუ-იორკში ტიმოთი შალამეს ორეულების კონკურსი გაიმართა. ღონისძიება ქალაქის ცენტრში არსებულ პარკში მოაწყვეს. რამდენიმე მონაწილე ვილი ვონკასა და პოლ ატრეიდესის კოსტიუმებში იპო გამოწყობილი - სწორედ ეს პერსონაჟები განასახიერა შალამემ ფილმებში „ვონკა“ და „დიუნი“. კონკურსის მთავარი პრიზი 50 დოლარს შეადგენდა.

თუმცა, მთავარი მოულოდნელობა ღონისძიებაზე თავად მსახიობის მისვლა გახდა. ის მონაწილეებში გაერია და უცებ ნიღაბი მოიხსნა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა, ორეულებმა კი ორიგინალ შალამესთან ფოტოების გადაღება დაიწყეს.

თუმცა მალევე ღონისძიება პოლიციელებმა დაშალეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა მისი ჩატარება შესაბამის სამსახურებთან არ შეათანხმეს.

გამარჯვებულის გამოვლენა ახლომდებარე საბავშვო მოედანზე მოუწიათ, სადაც გამარჯვებულად ვილი ვონკას კოსტიუმში გამოწყობილი 21 წლის სტუდენტი მაილ მიტჩელი გახდა.