ნორმანების დროინდელი 2584 ვერცხლის მონეტა 4,3 მილიონ გირვანქა სტერლინგად
გაიყიდა. ეს დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებულ აღმოჩენილ განძად ითვლება.
მონეტების ეს განსაკუთრებული განძი South West Heritage Trust-მა შეიძინა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლის ნაწილი იმ მიწის მესაკუთრესაც გადაეცემა, სადაც განძი აღმოაჩინეს.
"ეს განძი ინგლისის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტის სიმბოლოა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მისი შეძენა მოვახერხეთ და მის ნახვას მომავალი თაობები შეძლებენ",— განაცხადა Heritage Trust-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ასტილმა.
მონეტები 26 ნოემბრიდან ბრიტანეთის მუზეუმში იქნება გამოფენილი.