ლუკა გუადანინო

ლუკა გუადანინო "ამერიკელი ფსიქოპათის" ახალ ვერსიას გადაიღებს

ლუკა გუადანინო ამერიკელი ფსიქოპათის ახალ ვერსიას Lionsgate-თან თანამშრომლობით გადაიღებს. როგორც ცნობილია, ფილმი ბრეტ ისტონ ელისის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის ახლებური ინტერპრეტაცია იქნება.

ფილმის სცენარზე სკოტ ბერნსი იმუშავებს და 2000 წლის საკულტო ფილმის "მეორე ნაწილი" კი არა, წიგნის უფრო ზუსტი ეკრანიზაცია იქნება.

ორიგინალი ამერიკელი ფსიქოპათის ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. ფილმის რეჟისორი მერი ჰერონი იყო, სცენარი კი მას და ჯინევრა ტერნერს ეკუთვნით.

Lionsgate-ის ეგიდით გადაღებულ ახალ ფილმს პროდიუსინგზე კომპანია Frenesy Films იმუშავებს, მთავარი პროდიუსერი კი სემ პრესმანი იქნება.

"გვიხარია, რომ ჩვენს გუნდს ახალი ელიტარული რეჟისორი შეემატება. ლუკა ბრწყინვალე არტისტია და იდეალური ხედვა აქვს ამ კლასიკად ქცეული ფილმის ახლებური ინტერპრეტაციის გადასაღებად," — განაცხადა Lionsgate-ის თავმჯდომარემ, ადამ ფოგელსონმა.

ფილმზე სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.