მწვანე ჩაი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

მწვანე ჩაი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია

თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ, ზოგადად ორგანიზმის უჯრედებზე. კვლევების შედეგად, სპეციალისტებმა მავნე რადიკალებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტური ხერხები შეიმუშავეს, კერძოდ, მათ მიაგნეს ეგრეთ წოდებულ ანტიოქსიდანტებს, ანუ, განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და კანს დაბერებისგან იცავენ.

ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, იცავენ მათ გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებენ და აფერხებენ დაბერების პროცესს.

მწვანე ჩაის ფოთლები მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტური თვისებებით მწვანე ჩაი C ვიტამინის სერიოზული კონკურენტია. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.

კანის დაბერებას ხიზილალაც აფერხებს. მისი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას. ხიზილალა ყველაზე უკეთ ააქტიურებს და აღადგენს უჯრედთა ფუნქციას. ის მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.

E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და ამით ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა, უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.