კახა კალაძე: 2%-იანი პარტიები არიან, ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ და რა ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობენ - 26 ოქტომბერს, მაგათ, ქართველი ხალხი ტექნიკურად გაისტუმრებს

კახა კალაძე: 2%-იანი პარტიები არიან, ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ და რა ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობენ - 26 ოქტომბერს, მაგათ, ქართველი ხალხი ტექნიკურად გაისტუმრებს

2%-იანი პარტიები არიან, ბარიერის გადალახვის საშუალება არ აქვთ და რა ტექნიკურ მთავრობაზე ლაპარაკობენ?! ტექნიკურად მაგათ გაისტუმრებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მათ, ძალიან ტექნიკურად გაუშვებს პოლიტიკურ სანაგვეზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის წევრებს არჩევს. სქემა კი, მისივე თქმით, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებულია. ერთ-ერთი ვერსიით, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების არაღიარებისთვის ემზადება და ისინი ლეგიტიმურად სწორედ ტექნიკურ მთავრობას გამოაცხადებენ.

Maverick უქონო ნიჩბით, საყვარელი ცოცხის ტარებით გაჩხერილებს!
4 კვირის უკან