კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმში ჰოლივუდის ორ მნიშვნელოვან ვარსკვლავს ვიხილავთ. როგორც ადრე გაცნობეთ, ოსკაროსანი რეჟისორი ამ ფილმში მეთ დეიმონთან თანამშრომლობას განიხილავდა, ახლა კი დადასტურდა, რომ ქასთს დეიმონთან ერთად ტომ ჰოლანდიც შეუერთდება.
ფილმის სიუჟეტის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ მოარული ჭორები, რომელთა მიხედვითაც ნოლანის ახალი პროექტი მამა-შვილის ისტორიას მოგვითხრობს და ის, რომ ფილმში ასახული მოვლენები თანამედროვე დროში არ ვითარდება.
ეს ნოლანის მე-13 ფილმი იქნება. მილიარდდოლარიანი ოპენჰაიმერის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ ნოლანი კვლავ Universal Picture-თან თანამშრომლობს. როგორც ირკვევა, ახალი ფილმის გამოშვება 2026 წლის 17 ივლისს იგეგმება და სტუდიაში იმედოვნებენ, რომ გადაღებები 2025 წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება.
მეთ დეიმონისთვის ეს ნოლანის რიგით მესამე ფილმი იქნება — ის უკვე ვიხილეთ ოპენჰაიმერსა და ინტერსტელარში. რაც შეეხება ტომ ჰოლანდს, მისთვის ოსკაროსან რეჟისორთან ეს პირველი კოლაბორაცია იქნება.