ComicCon-ზე „მკვდარი ქალაქის“ მეორე სეზონის თიზერი აჩვენეს

ComicCon-ზე „მკვდარი ქალაქის“ მეორე სეზონის თიზერი აჩვენეს

AMC-მ ნიუ-იორკის ComicCon-ზე „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფის - „მკვდარი ქალაქის“ მეორე სეზონის ახალი თიზერი აჩვენა.

თიზერიდან ირკვევა, რომ სეზონის ნახვას AMC-ს მაყურებელი 2025 წლის გაზაფხულზე შეძლებს.

„მკვდარი ქალაქი“ ორიგინალური შოუს ორი მთავარი გმირის - ნიგანისა (ჯეფრი დინ მორგანი) და მეგის (ლორენ კოენი) შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც გარე სამყაროს მოწყვეტილ მანჰეტენზე იმყოფებიან.