NBA-ს პრესეზონზე გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფია სიქსერსი“ 114:99 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 6 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც თავის გუნდს 21 ქულა შესძინა.
„ორლანდომ“ პრესეზონი დაასრულა, მომდევნო მატჩს კი, უკვე NBA-ს ეგიდით ჩაატარებს და სეზონის პირველ შეხვედრაში 24 ოქტომბერს, სტუმრად „მაიამისთან“ ჩაატარებს.