ტრენტი მადრიდის „რეალში“ გადასვლას დათანხმდა

ტრენტი მადრიდის „რეალში“ გადასვლას დათანხმდა

„ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანი და მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დათანხმდა მადრიდის „რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას - წერს ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე დათანხმდა. თუმცა, შესაძლოა ტრენტი უკვე ზამთარში ვიხილოთ „სამეფო კლუბში.“

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ-არნოლდის მოქმედი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. 25 წლის ტრენტი მერსისაიდური კლუბის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს.