ტუხელი ინგლისის ნაკრებში: ინფორმაცია მალე უნდა დადასტურდეს

ტუხელი ინგლისის ნაკრებში: ინფორმაცია მალე უნდა დადასტურდეს

ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დიდი ალბათობით თომას ტუხელი ჩაიბარებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

გერმანელ სპეციალისტსა და საფეხბურთო ასოციაციას შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და უახლოეს დღეებში ელოდებიან, რომ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ინგლისის ნაკრებს ამჟამად დროებითი მწვრთნელი ჰყავს - ლი კარსლი, ხოლო ნოემბრიდან გუნდს დიდი ალბათობით გერმანელი უხელმძღვანელებს, რომელიც სვენ-გორან ერიქსონისა და ფაბიო კაპელოს შემდეგ მესამე უცხოელი მწვრთნელი იქნება, რომელიც ინგლისის ნაკრებში იმუშავებს.

თომას ტუხელს „მაინცში“, „დორტმუნდში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „ჩელსისა“ და „ბაიერნში“ აქვს ნამუშევარი.