ოზურგეთში ნაცმოძრაობისა და ოცნების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოზურგეთში ნაცმოძრაობისა და ოცნების წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოზურგეთში, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ - როგორც პარტიის წევრები ამბობენ, სოფელ გურიანთაში, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც, მათი თქმით, შეხვედრას საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავდნენ. ოპოზიციის წევრები სწორედ ამ შეხვედრაზე, ვითარების გასარკვევად მივიდნენ, რასაც მათზე თავდასხმა მოჰყვა. იყო მათთვის ტელეფონების წართმევის მცდელობაც.