გვარდიოლა:

გვარდიოლა: "იტალიაში ვიმუშავებ, თუ ჩემი ასისტენტი ბაჯო იქნება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იტალიურ ტელეარხზე, Rai uno-ზე გადაცემა Che Tempo Che Fa-ს სტუმარი იყო, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გადაცემაში ონლაინ ასევე ჩაერთო რობერტო ბაჯო, რომლის თანაგუნდელიც გვარდიოლა „ბრეშაში“ იყო.

„სიტიში“ მომავალი? უნდა დავფიქრდე.

იტალიაში ოდესმე თუ ვიმუშავებ? თუ ბაჯო ჩემი ასისტენტი იქნება.

რომელ გუნდში? „ჯენოა“, ძლიერი გუნდია (გადაცემის წამყვანი „სამპდორიას“ ფანია, პეპის პასუხიც „ჯენოა“ ამიტომ იყო - რედ).

ახალი ჩემპიონთა ლიგის ბევრი მეც ვერაფერი გავიგე. უფრო მეტი თამაში, ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა იქნება. არ მინდა „ბარსელონასთან“ შეხვედრა.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა? არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. შეიძლება პელეს და მარადონას მიმართ პატივისცემის ნაკლებობაა, მაგრამ ეს ბიჭი ვნახე, რომელიც დღეში სამჯერ ვარჯიშობდა. 15 წლის განმავლობაში ყოველ თამაშში 2 გოლს იტანს და 3 საგოლე პასს აკეთებს, გაგვიმართლა, რომ ჩვენ მას მოვესწარით, რადგან ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება.

ბაჯო რომ გავიცანი, კარიერის ბოლოში იყო, ერთი ფეხი სარეცხი მანქანასავით ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაზე ძლიერი იყო, წარმომიდგენია, თავის პრაიმში როგორი იყო. ამას გარდა, უნიკალური პერსონაა. იტალიაში არ მეგულება ერთი ადგილიც, სადაც ის არ უყვართ.

ცხოვრებაში საჭიროა სწორ მომენტში სწორ ადამიანს შეხვდე. ჩემი საფეხბურთო ცხოვრება ვერ წარმომიდგენია როგორი იქნებოდა იოჰან კრუიფის გარეშე. ტაქტიკაზე ბევრი მასწავლა, ის ძალიან ძლიერი იყო.

ერთადერთი მწვრთნელი ვარ, რომ ტრებლი სამჯერ მოიგო? იმიტომ, რომ მაგარი ვარ... ხუმრობის გარეშე კი, ძლიერ კლუბებში ვიყავი“, - თქვა გვარდიოლამ.