მამუკა მდინარაძე: აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ

მამუკა მდინარაძე: აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ

ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა - ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დაპირებების ფონზე, რაც მშვიდობას, ღირსებას და უკეთეს ცხოვრებას გულისხმობს, ოპოზიციის დაპირებების ფარული მხარეა სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი.

"ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის!

დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში! ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით!

ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა!

ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით!

აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა - ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ.

სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.

ერთი საინტერესო დეტალიც - გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად ნაცმედიები დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს." - წერს მამუკა მდინარაძე.

მერაბ.g შენც ხომ აგენტი ხარ, ვის რას ჰპირდები?
თავი დავანებოთ იმას, რომ აეიშვილმა ციხეში ჩაგსვა, გადაგიბირა და მერე სულ მისი საქმეების გაპრავებაში რომ იყავი...
შენც ხომ უცხო ძალების აგენტი ხარ? ხომ აღიარე სამი დღის წინ, რომ "ხარკი გადაუხადეთ" უცხო ზალებს და მათი აგენტი გახარია პრემიერად(?) დანიშნეთ? ვინც ეს გააკეთეთ, ვისზე ნაკლები აგენტები და ქვეყნის მტრები ხართ?
ახლა თუ იმაზეა ლაპარაკი, შენ და კობახიძე უფრო კეთილშობილი ქვეყნია აგენტები ხართ ვიდრე სააკაშვილი, ვაშაძე, ნაყოფია და ხაზარაძე, ეს "არგუმენტი" დაახვიე ...
1 თვის უკან
მერაბ.g მსინარაძე რომ აგენტია, ეს იოლად მტკიცდება: 1.უცხოქვეყნის აგენტი რომაა, ესთვითონ აღიარა "ხარკის გადახდით 2. ის რომ ადეიშვილის მონა იყო, ამის დამტკიცებაც იოლია - გაასაჯაროოს ნაცების დროს ადვოკატობისას რამდენ საქმეზე აქვს გაკეთებული საპროცესო შეთანხმება (რამოდენიმე ათეულზე) როგორ? ნაცები ხომ "ისე" საპროცესოს არ აკეთებდნენ!
1 თვის უკან