ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სლოვენიის წინააღმდეგ 24 წლის ფორვარდმა ეროვნულ გუნდში თავისი 33-ე და 34-ე გოლები გაიტანა.

შედეგად ჰოლანდმა იორგენ იუვეს გადაასწრო, რომელმაც 1928-1937 წლებში ნორვეგიის ნაკრებში 45 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. ჰოლანდმა კი, 34 გოლის გატანას 36 მატჩი მოანდომა, რაც საოცარი მაჩვენებელია.

ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს.