„ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩავი და კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ანდრეს ინიესტას ფეხბურთთან დამშვიდობების ცერემონიაზე ერთმანეთს არ მიესალმნენ. ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი ჩავი მიგელი სოციალურ ქსელ X -ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.
წყაროს ცნობით, კატალონიელთა ყოფილმა დამრიგებელმა და კლუბის ხელმძღვანელმა ცერემონიამდე ერთმანეთს გვერდიგვერდ ჩაუარეს, მაგრამ არ მიესალმნენ.
შეგახსენებთ, ჩავიმ წლეულს 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, „ვილიარეალთან“ 3:5 დამარცხების შემდეგ. თავდაპირველად, კლუბის ხელმძღვანელობა არწმუნებდა სპეციალისტს თანამდებობაზე დარჩენილიყო, მაგრამ 24 მაისს კატალონიური კლუბის პრესსამსახურმა სეზონის ბოლოს მისი გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.
ჩავი გუნდს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა და ორი ტიტულის მოპოვება მოახერხა - ესპანეთის ჩემპიონობისა და ეროვნული სუპერთასის მოგება.
ამჟამად „ბარსელონას“ გერმანელი ჰანსი ფლიკი ხელმძღვანელობს.