იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს"

იტალიელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, რადგან მან „ნაპოლის“ შეთავაზებაზე უკვე უარი თქვა:

„კვარას კონტრაქტზე ბევრს საუბრობენ. ბევრს წერენ, რომ განახლებასთან მხარეები ახლოს არიან, რაც აქამდე არ მომხდარა. ჩემი აზრით, კვარაცხელია ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. „ნაპოლიმ“ 5.5 მილიონი ევრო შესთავაზა და ფეხბურთელმა უარი თქვა“, - აღნიშნა აურიემამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის წევრი 2022 წლიდანაა და 97 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.