სანდრო მამუკელაშვილის 14 ქულიანი მატჩი პრესეზონზე

სანდრო მამუკელაშვილის 14 ქულიანი მატჩი პრესეზონზე

NBA-ს პრესეზონზე სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა და „ოკლაჰომასთან“ 107:112 დამარცხდა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი იყო, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. თუმცა, 18 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მამუკელაშვილმა 1-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმოც ჩააგდო. ის შედეგიანობით თანაგუნდელთა შორის მეორე იყო.

„სან ანტონიო“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 10 ოქტომბერს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქთან“ გამართავს.