არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია

არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია

ერთ-ერთმა რუსულმა პორტალმა გამოაქვეყნა იმ მავნე პროდუქტების სია, რომელთა გამოყენებაც კატეგორიულად იკრძალება და რომლებიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. 
ინტერნეტმომხმარებელი კი აღშფოთებული კითხულობს ამას და უჩნდება კითხვა, დარჩა რამე, რისი ჭამაც შეიძლება?

მაშ ასე, მავნებელი პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

არ შეიძლება იმ პროდუქტების მიღება, რომლებშიც დამატებულია E-621 (გლუტამატის ნატრიუმი). აიღეთ პროდუქტი და შეფუთვაზე წაიკითხეთ, თუ მითითებული აქვს გლუტამატის ნატრიუმი, ნუ შეიძენთ მას საერთოდ. ეს გახლავთ გემოს გამაძლიერებელი და მას ყველაზე მოულოდნელ პროდუქტებშიც ამატებენ, რათა მასზე, ასე ვთქვათ, "შესვან" მომხმარებელი. ასე რომ, ყურადღებით იყავით! 

შაქრის შემცვლელები


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შაქრის შემცვლელი არ შეიცავს კალორიებს და ის ძალიან ეკონომიურია (ერთი კონტეინერი 6-12 კგ შაქარს უდრის), მას ბრმად ნუ ენდობით. აღმოჩნდა, რომ ტკბილის გემოს შეგრძნებისას ჩვენი საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ფიქრობს, რომ მიიღებს ნახშირწყლების ულუფასაც, თუმცა მას ვერ იღებს. ამ "ტყუილის" შედეგად ნებისმიერი ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება 24 საათის განმავლობაში, შიმშილის ძლიერ გრძნობას იწვევს. ამიტომაც ნუ გამოიყენებთ შაქრის შემცვლელებს. 

ტრანს-ცხიმები


არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 72,5%-იანი კარაქის მიღება. ეს გახლავთ დაბალი ხარისხის ცხიმი, რომელიც გაჯერებულია წყალბადით.

ნაკლებმარილიანი ქაშაყი პლასტიკატის შეფუთვაში

ნაკლებმარილიანი ქაშაყი მხოლოდ ზეთში ინახება და არანაირად ძმარსა თუ ღვინოში. თუ ქაშაყი ზეთის გარეშეა, ესე იგი, მასში უროტროპინია დამატებული.

ნაკლებმარილიანი წითელი ხიზილალა

პრინციპი იგივეა. წითელი ხიზილალა დიდხანს არ ინახება, მხოლოდ გაყინული სახით ან ძალიან დამარილებული ძლებს ის დიდხანს. თუ ნაკლებმარილიანი ხიზილალა შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მასში დამატებულია ან უროტროპინი, ან ლიმონმჟავა. 

გენმოდიფიცირებული პროდუქტები:

1. არაქისი. შეიცავს ძალიან საშიშ, მომწამლავ ნივთიერებას. არაქისს მწერებიც კი არ ჭამენ. 
2. დაკონსერვებული მწვანე ბარდა.
3. დაკონსერვებული სიმინდი.
4. უცხოეთიდან შემოტანილი კარტოფილი.
5. კიბორჩხალის ჩხირები (მასში კიბორჩხალის ესენციაა შერეული სოიოსთან).
6. კაკაო.

სიმინდის ბურბუშელა და მიუსლები შაქრით

თუ გადაწყვიტეთ სიმინდის ბურბუშელას და მიუსლის ყიდვა, შეიძინეთ არატკბილი, რადგან შაქარი მათ წარმოებაში არ გამოიყენება. შაქარი 140 გრადუს ტემპერატურაზე იწვის. ამიტომაც მათი დამზადებისას გამოიყენება შაქრის შემცვლელები, ამ შემთხვევაში ციკლომატი.

ფაფები და ბურღული არომატიზატორებით, საღებავი და ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც სუნი და გემო ნამდვილი მსხლის, მარწყვის, ბანანისა და ა.შ. აქვს, სინამდვილეში ისინი ხელოვნურია და ნატურალურთან ახლოსაც არ არის. 

შაქარყინული, კოწახურის კანფეტები


ამ კანფეტებში იმდენად ძლიერი ქიმიური ესენცია გამოიყენება, რომ თუ თქვენ ოდნავ დასველებულ კანფეტს სუფრაზე დადებთ და ცოტა ხანს ასე გააჩერებთ, ნახავთ, რომ ის გახვრეტს ქსოვილს. წარმოიდგინეთ, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა მას ჭამთ. 

მარმელადი


დღევანდელ მარმელადს არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კავშირის დროინდელ ტკბილეულთან. ეს ქიმიური წარმოების საოცრებაა და ძალიან საშიში. 

ჯემები

შეიცავს უძლიერეს ანტიმჟავებს. სხვანაირად ვერ შეძლებდნენ შეენახათ, მაგალითად, ალუბალი ასე პირველქმნილად. 

ფასტ-ფუდის შემწვარი კარტოფილი

თანამედროვე წარმოებაში გამოიყენება ისეთი ანტიმჟავები, რომლებიც კარტოფილს მთელი წელი ინახავს ისე, რომ ის არ შავდება. 

მოხარშული ძეხვეული

ისინი გენო-მოდიფიცირებული სოიისგან მზადდება. სოსისები, სარდელები, მოხარშული ძეხვი, პაშტეტი და სხვა პროდუქტები შეიცავს ე.წ. ფარულ ცხიმებს. მათ შემადგენლობაში შედის სალა, ღორის კანი, ბადექონის ცხიმი, რომლებიც სხვადასხვა ქიმიური საშუალებით გარდაქმნილია ხორცად, როგორც გარეგნულად, ასევე გემოთი. 

ლორი

რა ნატურალურობაზეა აქ საერთოდ საუბარი. იღებენ თხელ ნაჭერ ხორცს და კილოგრამ ჟელეს. სპეციალურ მანქანაში ჟელე ხორცის ნაჭრებს შეერევა და ერთ უზარმაზარ"ხორცის" ნაჭრად გადაიქცევა. როგორც ასეთი, ხორცი მასში მხოლოდ 5%-ია. დანარჩენი – ჟელე, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს კარატინინს, გემოსა და ფერის გამაძლიერებლებს. 

რძის პროდუქტები დიდი შენახვის ვადით (2 თვეზე მეტი)

ყველა იმ პროდუქტის მოხმარება, რასაც 2 კვირაზე მეტი შენახვის ვადა აქვს, არ შეიძლება. ასეპტიკური შეფუთვა – ეს არის შეფუთვა ანტიბიოტიკებით. 

მაიონეზი პლასტიკატის შეფუთვაში

ძმარი, რომელსაც მაიონეზი შეიცავს, პლასტიკატის შეფუთვიდან კანცეროგენებს ითვისებს. პლასტიკატის შეფუთვებში მხოლოდ ნეიტრალური პროდუქტების შენახვა შეიძლება. 

ყურძენი, რომელიც არ ფუჭდება

თუ ყურძენი დიდი ხანი ქორფად გამოიყურება და არ ჭკნება, ე.ი. ის ქლოროფილითა და სხვა სერიოზული ანტიმჟავებით არის დამუშავებული. 

წიწაკა (არასეზონურად)

აბსოლუტურად გენო-მოდიფიცირებული პროდუქტია. ის ზომიერად უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, ჰემოროი, უძილობა, ფსიქიკური მოშლილობა, ეპილეფსია, თირკმლის სხვადასხვა დაავადება. წიწაკა შედის იმ პროდუქტების ათეულში, რომლებიც შეიცავს აზოტსა და პესტიციდებს. და თუნდაც ერთი ასეთი წიწაკის მიღებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომაც ეცადეთ, წიწაკა მხოლოდ სეზონზე შეიძინოთ, მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულში. 

საფუვრიანი, თეთრი პური

საფუვრიანი პურის მიღებისას იცოდეთ, რომ თქვენ პურს კი არა, სოკოს ჭამთ. უპირატესობა ჭვავის პურს მიანიჭეთ. რაფინირებული, თეთრი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, როგორც სხვა რაფინირებული პროდუქტები, შედის მავნებელ ნივთიერებათა ტოპ-ჩამონათვალში.

კურაგა, შავი ქლიავი, ქიშმიში

თუ დაინახეთ, რომ დახლზე კურაგა და ქიშმიში ლამაზად გამოიყურება, დაფიქრდით, როგორ შეინახეს ასე კარგად ისინი. ბუნებრივად დაჩირებული გარგარი ასეთი ლამაზი შესახედაობის არ არის. 

ნაყინი

განსაკუთრებით, სპეციალურ ნაყინის კაფეებში, შეუძლებელია მომზადებული იყოს რძისგან. ხილის ნაყინებში ხომ ნატურალური საერთოდ არაფერია. 

კექსები და რულეტები შეფუთვებში

ისინი არ ხმება, არ ფუჭდება და საერთოდაც, არაფერი ემართება. ერთი თვე ასე, პირვანდელი სახით იდება დახლზე. 

შოკოლადები

შოკოლადების 90%-ს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ შოკოლადთან. შოკოლადის ბატონები – ეს გახლავთ დიდი რაოდენობით კალორიებს დამატებული ქიმიური ნივთიერებები, გენეტიკური მოდიფიცირებული პროდუქტები, საღებავი ნივთიერებები და სხვა არომატიზატორები. შაქრის დიდი შემცველობა, პლუს ქიმიური დანამატები, მაღალ კალორიულობას უწყობს ხელს და იმას, რომ გინდოდეთ მისი შეჭმა კვლავ და კვლავ. 

ქათამი

განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის არ შეიძლება, რადგან გაყინული ქათმები ჰორმონებზეა გაზრდილი. ქათამი გაჯერებულია 6 ქალური ჰორმონით, მათ შორის, პროგესტერონით. ამიტომაც, თუ მამაკაცი ასე გაჯერებულ ქათამს მიირთმევს, მას ბუნებრივად დაეცემა ტესტოსტერონი იმ ზღვრამდე, რომლიდანაც აღდგენა შემდეგ შეუძლებელია. ცხვარი ერთადერთი ცხოველია, რომელიც არაფრით არ შეჭამს ჰორმონს. მიირთვით ხორცი არაკომერციული ხაზიდან. ქათამი კი – ყველაზე კომერციული პროდუქტია!

მდნარი ყველი

მყარი ყველის სახეობებისგან განსხვავებით, მდნარი ყველი მეტ ნატრიუმს შეიცავს, რაც მას არასასურველ პროდუქტად აქცევს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. 

ხსნადი ყავა

მამაკაცებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება! ჰორმონალური ჯირკვლების სრულ დეფორმაციას იწვევს. 

არომატიზებული ჩაი

სვით ნატურალური ჩაი, რომელსაც არანაირი დამატებითი გემო არ აქვს. ყველა არომატიზებულ ჩაის დამატებული აქვს ან ლიმონის, ან ფორთოხლის, ან სხვა ხილის მჟავა. იწვევს შეჩვევას მომენტალურად. 

რაფინირებული ზეთი

რაფინირებული ზეთის მიღება არ შეიძლება, ის მოლეკულური სტრუქტურით თითქმის საერთოდ არ განსხვავდება პლასტიკატისგან. სწორედ ასეთ სტრუქტურას იღებს ზეთი რაფინირების დროს, ძლიერი გაცხელებისას. ის შლაკებით ავსებს ორგანიზმს და ძლიერ კანცეროგენად ითვლება. ამ მიზეზითვე არ შეიძლება ორჯერ ერთი და იგივე ცხიმში (გარდა ზეითუნის ზეთის) პროდუქტის შეწვა. რაფინირებული ზეთის გამოყენება არ შეიძლება უმად სალათებში. 

კეტჩუპი, სხვადასხვა სოუსი და სანელებლები

მასში დიდი რაოდენობით საღებავები, გემოს შემცვლელები და კონსერვანტებია, რაც არღვევს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და ორგანიზმში სასარგებლო მიკრობებს ანადგურებს. 

კარტოფილის ჩიფსები

კარტოფილის ჩიფსები მზადდება არა მთელი კარტოფილისგან, არამედ მისი პიურესგან. არსებითად კი, ეს გახლავთ ნახშირწყლების, ცხიმების და ხელოვნური გემოს დანამატების ერთობლიობა. 

სწრაფად მოსამზადებელი პროდუქტები

ყოველგვარი ხსნადი სუპი, კარტოფილის პიურეები, წვენის ფხვნილები – ცარიელი ქიმიაა, რომელიც საშინელ ზიანს აყენებს ორგანიზმს. 

ალკოჰოლი

მინიმალური რაოდენობითაც კი ხელს უშლის ორგანიზმის მიერ სასარგებლო ვიტამინების შეთვისებას. გარდა ამისა, ალკოჰოლი ძალიან კალორიულია. ღვიძლზე, თირკმელსა და სხვა ორგანოებზე მისი მოქმედების შესახებ ხომ ისედაც გეცოდინებათ. და ნუ დაეყრდნობით იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ალკოჰოლის მცირე რაოდენობა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ძალიან იშვიათად და უმცირესი დოზებით – ეს გახლავთ ალკოჰოლის მოხმარების დაშვებული ზღვარი. 

ტკბილი გაზიანი სასმელები

ტკბილი, გაზიანი სასმელები – ეს არის შაქრის, ქიმიისა და გაზების ერთობლიობა. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრას. ამასთან, გაზიანი სასმელები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ეკვივალენტით – 5 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალში. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, როცა ის წყურვილს არ გიკლავთ. 

მარწყვი ზამთარში

ზამთრის მარწყვი – აბსოლუტურად არასასარგებლო პროდუქტია. არცერთ ვიტამინს ის არ შეიცავს. 

წვენები ქაღალდის პაკეტებში

არანაირ ნატურალურ წვენზე აქ ლაპარაკი არ არის. ნუ დაალევინებთ მათ ბავშვებს! ეს არის სუფთა ქიმია!