ბარაკ ობამა ბავშვობიდან აგროვებს ადამიან ობობასა და კონან ბარბაროსზე გამოცემულ კომიქსებს.
ობამას საყვარელი კერძი, მიშელის მიერ დამზადებული ლანგუინია (გრძელი თხელი ატრია კრევეტებთან ერთად).
ბარაკ ობამა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პრეზიდენტებს შორის, მეექვსე ცაცია პრეზიდენტია.
ბარაკ ობამას ჰარი პოტერზე დაწერილი აბსოლუტურად ყველა წიგნი წაკითხული აქვს.
ობამას მუჰამედ ალის მიერ ხელმოწერილი წითელი ფერის მოკრივის ხელთათმანები აქვს.
თინეიჯერობის პერიოდში ბარაკ ობამა „ბასკინ-რობინსის” სანაყინეთა ქსელში მუშაობდა. ამბობენ, სწორედ ამის გამო არ უყვარს მას ნაყინიო.
ობამას საყვარელი ტკბილეულია შოკოლადის ფილა არაქისით.
ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში, ბარაკ ობამა ძაღლის, გველის ხორცითა და შემწვარი კალიებით იკვებებოდა.
ობამას საყვარელი სასმელი ტყის კენკრისგან დამზადებული ცივი ჩაია.
ბარაკ ობამამ არ შეასრულა დაპირება, რომელიც მიშელ ობამას მისცა, არჩევნების დაწყებამდე, სიგარეტის მოწევისთვის თავი დაენებებინა.
ობამას საყვარელი წიგნია ჰერმან მელვილის „მობი დიკი”.
ობამას საყვარელი მხატვრული ფილმებია „კასაბლანკა” და „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.
ობამა ატარებს ძეწკვს მედალიონით – „მადონა ჩვილთან ერთად” ხელზე კი, უკეთია ერაყში მებრძოლი ერთ-ერთი ჯარისკაცის ჟეტონი.
პირველ პაემანზე ბარაკ ობამამ მიშელი კინოთეატრში წაიყვანა, სპაიკ ლის ფილმზე „გააკეთე, როგორც საჭიროა”.
თინეიჯერობის პერიოდში მოიხმარდა კოკაინს და მარიხუანას.
ბარაკ ობამას სახლში ოთხი წყვილი ერთნაირი შავი ფეხსაცმელი აქვს, ზომით – 44,5 (ამერიკული ზომა – 11).
ბარაკ ობამა კვირაში ერთხელ იჭრის თმას თავის პარიკმახერთან. შეჭრის ფასი 21 ამერიკული დოლარია.
ბარაკ ობამას ბებია მოფერებით „დათუნიას” ეძახდა.
ობამას საყვარელი მხატვარია პაბლო პიკასო.
ბარაკ ობამა ჩილის სოუსის დამზადების სპეციალისტია.