ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსია“ „ლეგანესს“ ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა.
მოსაწყენი თამაში გამოდგა, ანგარიშიც ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. საგოლე მომენტები გუნდებმა მატჩის ბოლოს გაცვალეს, როცა ჯერ სტუმრებმა არაზუსტად დაარტყეს, ხოლო შემდეგ მასპინძლებმა კარის ძელს გაარტყეს ბურთი და „ვალენსია“ მარცხს გადაურჩა.
გიორგი მამარდაშვილს სეივი არ ჰქონია, რადგან მეტოქეს კარში არ დაურტყამს, შესაბამისად, კარიც მშრალად შეინახა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამედ. ახლა ქართველი მეკარე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.
„ვალენსია“ 9 ტურში მოპოვებული 6 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ 21 ოქტომბერს, „ლას პალმასს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.