ევროლიგის ახალი სეზონი „ვირტუს ბოლონიამ“ მარცხით დაიწყო. იტალიური კლუბი საკუთარ მოედანზე თურქულ „ანადოლუ ეფესთან“ 67:76 დამარცხდა.
„ვირტუსმა“ პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ მეტოქემ აჯობა. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, რომელშიც თურქებმა 25:15 იმარჯვეს და სეზონი მოგებით დაიწყეს.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 30 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის მეორე ტურში 10 ოქტომბერს, სტუმრად ფრანგულ „ლიონ-ვილერბანს“ შეხვდება.