იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო კუკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლიმ“ ქართველთან კონტრაქტის განახლება უნდა იჩქაროს.
„პირველ სეზონში გაგვაოცა, მომდევნო სეზონში გარკვეულ სირთულეებს წააწყდა, ახლა კი, მისი ნერვიულობა უკავშირდება მის წინააღმდეგ აგრესიულ თამაშს. მას დიდი სურვილი აქვს ისევ იყოს პროტაგონისტი და ეს დამოკიდებულებაშიც ჩანს. კონტესთან ერთად გვარამ დაიბრუნა არაპროგნოზირებადობა. „ნაპოლიმ“ მასთან კონტრაქტის განახლება უნდა იჩქაროს“, - თქვა კუკიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.