ბევრს უჭირს ღამით დაძინება, რის შედეგადაც დილით თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან თავის აწევა უჭირს.
თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.
დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექტორული ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე.
თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის.
უძილობის დასამარცხებლად უებარია შემდეგი სახის აბაზანები: აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, წყალში ჩაყარეთ გვირილის ხმელი ყვავილი, ნაძვის წიწვები და ჩაწექით დაახლოებით 15-20 წუთით.
ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა. ძილის წინ კი არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება, რადგან სუფთა ჰაერი მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პირობაა.