„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურში „ტოტენჰემთან“ მარცხის შემდეგ (0:3) გუნდის პრობლემებსა და კლუბის შემდგომ ქმედებებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველამ მივიღეთ გადაწყვეტილება ზაფხულში, რომ დავრჩეთ ერთად. სევე გავაანალიზეთ რისი გაუმჯობესება გვჭირდება და როგორ გვინდა გუნდის აშენება. გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიტანოთ საერთო ორგანიზაციაში, ჯერ კიდევ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, დრო გვჭირდება. ჩვენ ერთ ნავში ვართ - მფლობელები, პერსონალი და მოთამაშეები“, - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს Guardian.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტენ ჰაგის შემცვლელი განიხილებოდა, თუმცა ყველაფერი მომდევნო ორი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული: 3 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედი“ „პორტუს“ შეხვდება, ხოლო 6 ოქტომბერს მე-7 ტურის ფარგლებში. ინგლისის ჩემპიონატში „ასტონ ვილას.“