ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, ადამიანები, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი მათ მიერ ჩადენილი ან არჩადენილი დანაშაულის გამო, როგორც წესი, კოლექტივში აქტიურ პოზიციებს იკავებენ და საუკეთესო მმართველები ხდებიან.
კვლევები დაიწყო მას შემდეგ, რაც სტენფორდის ბიზნესის სკოლის მეცნიერ-თანამშრომელი რებეკა შაუმბერგი დააინტერესა დანაშაულის გრძნობის ბუნებამ და ამ თვისების სარგებლიანობამ, რაც ადრე განისაზღვრებოდა როგორც უარყოფითი და სტრესის გამომწვევი.
მკვლევართა ჯგუფმა განიხილა საეჭვო სიტუაციები, რომლებიდანაც ადამიანი-მონაწილე ახერხებდა დაუსჯელად გამოსვლას, თუმცა, სხვებს აყენებდა ზიანს.
კვლევებს სრულიად ეთანხმება კარნეგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მელონ ტაია. მისი აზრით, „დანაშაულის გრძნობის მქონე ადამიანები ნაკლებად სჩადიან არაეთიკურ ქმედებებს, ვიდრე ისინი, რომლებიც თავიანთ ქცევებს მარტივად უყურებენ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ უნდა გავარჩიოთ დანაშაულის გრძნობის მქონე ადამიანები მორცხვი ადამიანებისგან. სირცხვილი სიტუაციას ამძიმებს, რადგან, მორცხვი ადამიანი შეეცდება, მხოლოდ დაფაროს ქცევის ცუდი მხარეები და არა გამოასწოროს ისინი“.