მსახიობი მეგი სმიტი გარდაიცვალა

მსახიობი მეგი სმიტი გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი მეგი სმიტი 89 წლისა გარდაიცვალა. AP-ს ცნობით, ფაქტი სმიტის წარმომადგენელმა დაადასტურა.

განცხადება სმიტის შვილებმაც გაავრცელეს, საიდანაც ირკვევა, რომ მსახიობი დღეს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. „მას დარჩა ორი ვაჟი, 5 შვილიშვილი, რომლებიც განადგურებულები არიან არაჩვეულებრივი დედისა და ბებიის დაკარგვის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სმიტის როლებს შორის არის პროფესორი მინერვა მაკგონაგელი „ჰარი პოტერში“ და გრენთემის გრაფინია „დაუნტონის სააბატოში“. ის ორი ოსკარის მფლობელია და თავისი თაობის ერთ-ერთ მოწინავე მსახიობად ითვლება.