შინაგან საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელები - მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მიმართ აღებული ვალდებულების შესრულება, პოლიციის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.