გრეიპფრუტი შეიცავს ძვირფას ნივთიერებას – ნარინგინს, რომელიც უშუალოდ ნაყოფის კანის ქვეშ, წვნიან პარკებშია მოთავსებული. ის აუმჯობესებს საკვების ათვისებასა და მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, წვავს ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ ცხიმს.
გრეიპფრუტი კარგია შემდეგი დაავადებების დროს:
ქოლესტერინის მომატებული რაოდენობის შემთხვევაში გრეიპფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც სისხლში ქოლესტერინის დამწევი ყველაზე ეფექტური პრეპარატი. მისი მიღების დროს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად მცირდება. ამ ხილში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს, ასევე, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას.
სისხლჩაქცევების არსებობის დროს – სისხლძარღვების ელასტიკურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფში ბიოფლავონოიდების მაღალ შემცველობას. ეს ნივთიერებები აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას და აძლიერებს სუსტ და ნაზ კაპილარებს, რაც, სისხლჩაქცევების გაჩენის რისკს საკმაოდ ამცირებს.
სეზონური დეპრესია – ისევე, როგორც ბევრი სხვა ყვითელი და ნარინჯისფერი ნაყოფი, გრეიპფრუტიც აუმჯობესებს ადამიანის განწყობას. გარდა ამისა, მას, აქვს გამამხნევებელ-გამახალისებელი ეფექტი, ამახვილებს სმენას და აუმჯობესებს მეხსიერებას. მიირთვით საუზმეზე.
გადაღლა და ავიტამინოზი – გრეიპფრუტის ნაყოფი და მისი ახალგამოწურული წვენი ორგანიზმზე მატონიზებელ ეფექტს ახდენს. ისინი განსაკუთრებით კარგია და სასარგებლო ავადმყოფობის შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდში. ჯანმრთელ ადამიანებში გრეიპფრუტი სწრაფად ხსნის ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები – თუ გადაღლას ხშირად გრძნობთ, ესე იგი, თქვენი კუჭ-ნაწლავის იმუნური სისტემა მწყობრში ვერ არის. ამ პრობლემების დაძლევაში გრეიპფრუტის კურკები დაგეხმარებათ. მას ძლიერი ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს და, შეუძლია, დაახლოებით, 800 სახის ბაქტერიას ებრძოლოს.
ყაბზობა – გრეიპფრუტის თეთრი გარსი შეიცავს ბევრ ბალასტურ ნივთიერებას, რომლებიც ნაწლავებში საკვების დაყოვნების დროს ამცირებს და, ამგვარად, ხელს უშლის ყაბზობას, ანუ კუჭის შეკრულობას.
ასევე, გრეიპფრუტში, ამ მწკლარტე და მომწარო გემოს მქონე ხილში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.