რაფაელ ვარანმა კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა

რაფაელ ვარანმა კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა

ფრანგმა ფეხბურთელმა რაფაელ ვარანმა კარიერა დაასრულა. 31 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლის მიზეზი ფიზიკური პრობლემები და ტრავმები გახდა.

ვარანმა კარიერა „ლანსში“ დაიწყო, სადაც ერთ სეზონში 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა. კარიერის საუკეთესო წლები ფრანგმა 2011-2021 წლებში მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც 360 თამაშში 17 გოლი გაიტანა. 2021-2024 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშა (95 მატჩი, 2 გოლი), ხოლო ბოლოს „კომოს“ წევრი იყო, სადაც პირველივე შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რაც კარიერის დასრულების მიზეზი გახდა. საფრანგეთის ნაკრებში ვარანმა 2013-2022 წლებში 93 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ვარანი "კომოში" დარჩება და მუშაობას კლუბის მენეჯმენტში გააგრძელებს.

რაფაელ ვარანი 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, სამჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასები.