Linkin Park-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და კიდევ 3 კონცერტი დააანონსა

Linkin Park-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და კიდევ 3 კონცერტი დააანონსა

სცენაზე დაბრუნებულმა ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Linkin Park ახალი ვიდეორგოლი წარადგინა და მსოფლიო ტურის ფარგლებში ახალი კონცერტები დააანონსა.

სიმღერა Heavy Is The Crwon ვიდეოთამაშ League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი იქნება.

სიმღერა ჯგუფის ახალ ალბომში From Zero შევა, რომელიც 15 ნოემბერს გამოვა და პირველი ჩანაწერი იქნება ახალ ვოკალისტ ემილი არმსტრონგთან და დრამერ კოლინ ბრიტეინთან ერთად.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სცენაზე დაბრუნების აღსანიშნავად მოწყობილი მსოფლიო ტურის ფარგლებში Linkin Park-ი ნოემბერში კიდევ 3 კონცერტს გამართავს - პარიზში, დალასსა და სან-პაოლოში. ამ კონცერტების ჩატარებაში მათ ჯგუფები Sleep Token, Helmet, Bad Omens და ჯინ დოუსონი დაეხმარებიან.