კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა თუ რომელ კლუბს მიიჩნევს მსოფლიოში საუკეთესოდ.

„გამიმართლა, რომ დიდ კლუბებს ვწვრთნიდი, როგორიცაა „მილანი", რომლის მიმართაც განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მაქვს, ამ კლუბის ფეხბურთელიც ხომ ვიყავი. მაგრამ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, ამაში ეჭვი არ მეპარება. აქ ამდენი მატჩის გაძლება თითქმის სასწაულია!” - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Sport Mediaset.

ანჩელოტი მანამდე ხელმძღვანელობდა „პარმას,“ „იუვენტუსს,“ "მილანს,“ პსჟ-ს, „ჩელსის,“ „ბაიერნს,“ „ნაპოლის“ და „ევერტონს.“ ანჩელოტის კონტრაქტი „რეალთან“ 2026 წლამდეა ძალაში.