რაულმა შესაძლოა „შალკეს“ უხელმძღვანელოს

რაულმა შესაძლოა „შალკეს“ უხელმძღვანელოს

„შალკე“ გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელის რაულის დანიშვნას განიხილავს - წერს Bild.

წყაროს ცნობით, კლუბი ამ პოსტზე მთავარ კანდიდატად 47 წლის ესპანელს მიიჩნევს. თავად სპეციალისტს მადრიდის „რეალის" სარეზერვო გუნდ „კასტილასთან" მუშაობის გაგრძელება სურს, თუმცა გელზენკირხენში რაულის თანხმობას იმედოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის ბოლოს რაული 2010-12 წლებში „შალკეში“ თამაშობდა და 66 მატჩში 28 გოლი გაიტანა.