ინძაგი:

ინძაგი: "მილანმა" გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ მარცხის (1:2) აღიარა, რომ მეტოქემ მის გუნდს აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„მილანი“ ძლიერია, სკუდეტოს მოგება შეუძლია. მან ჩვენზე უკეთ ითამაშეს და დამსახურებულად მოიგეს. ცუდი მიდგომა გვქონდა თამაშისადმი, გუნდურად ნაკლებად ვითამაშეთ, რაც იშვიათად გვემართება. ვცადე ცვლილებებით სიტუაციის შეცვლა, მაგრამ სიტუაცია უცვლელი დარჩა. კომპაქტურები არ ვიყავით, მეტოქე ჩვენზე სწრაფად დარბოდა. ძალიან მტკივნეული მარცხია, ვიცით, დერბი რას წარმოადგენს, ვეცდებით, ამ მარცხიდან რაღაც დადებითი ავიღოთ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერს“ სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მოპოვებული და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს სწორედ „მილანთან“ ერთად იყოფს.