"ნაპოლის" მერეტი გამოაკლდა

„ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტი გამოაკლდა, რომელმაც ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მიიღო.

ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა პერიოდი გაუცდება მერეტს, მაგრამ ნეაპოლური მედიის ვარაუდით, ის მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს, „ემპოლის“ წინააღმდეგ დაბრუნდება.

მანამდე „ნაპოლის“ კარი მეორე მეკარემ, ელია კაპრილემ უნდა დაიცვას, რომელსაც თავის გამოსაჩენად კარგი შანსი ეძლევა.