გვარდიოლა:

გვარდიოლა: "საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „არსენალთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„საჯარიმოში ვაწვდიდით, იქ გვყავდა რუბენ დიაში, აკანჯი, ჰოლანდი, მაგრამ მეტოქეს საჯარიმოში ჰყავდა რაისი, სალიბა, გაბრიელი, კალაფიორი, შესაბამისად რთული იყო, 10 ფეხბურთელით თავს იცავდნენ. საბოლოოდ, მაინც მივიღე ის, რაც დავიმსახურეთ.

„არსენალს“ დრო გაჰყადა? შეიძლება ჩვენც ასე მოვქცეულიყავით 10 ფეხბურთელით რომ დავრჩენილიყავით. ჩვენ გვქონდა მოთმინების უნარი, გვქონდა საგოლე მომენტები და ბოლოს გავიტანეთ, სულ ეს იყო“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ და „არსენალის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.