ანჩელოტი ფიფას და უეფას აფრთხილებს:

ანჩელოტი ფიფას და უეფას აფრთხილებს: "ფეხბურთელებს ფეხბურთის შეცვლა სურთ"

ბოლო დროს ფეხბურთელები ღიად ალაპარაკდნენ, რომ ძალიან ბევრი მატჩია და დაიღალნენ.

ახლა ამის შესახებ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმაც ისაუბრა და ფეხბურთელების მხარე დაიჭირა.

„კალენდარს ახლა ვერ შევცვლით, თუმცა მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმ ფაქტზე, რომ მიზანი იყოს ნაკლები მატჩის თამაში, თუნდაც ტრავმებიდან თავიდან ასაცილებლად. ფეხბურთელები ფეხბურთის მომავლის შეცვლაზე ფიქრობენ და ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. უეფამ და ფიფამ უნდა გააცნობიერონ, რომ ფეხბურთელები დაიღალნენ, უნდა მოხდეს მატჩების შემცირება. ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებითაც არ ექნებათ პრობლემა, თუ ეს ნაკლები მატჩების ჩატარებას გამოიწვევდა“, - თქვა ანჩელოტიმ.