გიორგი წიტაიშვილის

გიორგი წიტაიშვილის "გრანადადან" მწვრთნელი დაითხოვეს

„გრანადადან“, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი გილერმო აბასკალი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიცალურად დადასტურდა.

აბასკალი „მალაგასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ გაათავისუფლეს. ანდალუსიელებმა, რომელთა მიზანიც ლა ლიგაში გადასვლაა, სეზონი ცუდად დაიწყო და ექვს ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა, რაც მწვრთნელის დათხოვნის მიზეზი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „გრანადას“ ახალი მწვრთნელი.