რაზე ოცნებობენ ვარსკვლავები

რაზე ოცნებობენ ვარსკვლავები

მიღებულია აზრი რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან. მიუხედავად ამისა ისინი ძალიან უბრალო „სიხარულებზე“ ოცნებობენ.

სანდრა ბალოკს სიხარულს სოფელში ცხოვრება მოუტანდა – სადმე, ტყის სიღრმეში ჩამდგარ ქოხში. მოუვლიდა ცხოველებს, ძროხასაც კი მოწველიდა.

კირა ნაითლი ამბობს, რომ დიდ სიხარულს მოჰგვრიდა სახლის მშენებლობაზე მუშაობა: ლურსმნების მიჭედება, ფიცრების გაშალაშინება.

კეიტ უინსლეტი ამბობს, რა კარგი იქნებოდა, მხოლოდ დიასახლისობით რომ ვიყო დაკავებულიო.  დავდგებოდი გაზქურასთან და უამრავ ორიგინალურ კერძს მოვიგონებდი და თან ვიღიღინებდიო, – ოცნებობს „ტიტანიკის“ ვარსკვლავი.

ქემერონ დიასის ოცნებაა, ჰქონდეს იმდენი დრო, რომ ხელით რაღაც აქსესუარები, ლამაზი ნივთები შექმნას, შეკეროს ან მოქსოვოს, თუმცა, ალბათ, ჯერ კერვა და ქსოვა უნდა ისწავლოს.