საბა საზონოვმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მისთვის სეზონი დასრულდა

საბა საზონოვმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა საზონოვი სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, საბამ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. უფრო კონკრეტულად ჯვარედინი მყესების. ოდნავ მოგვიანებით სპეციალისტები მკურნალობის გზას შეიმუშავებენ. შემდგომი გამოკვლევები დაადგენს, დასჭირდება თუ არა საბას მუხლზე ოპერაცია.

იტალიური მედია წერს, რომ ასეთი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას როგორც წესი, 7-9 თვე სჭირდება, ასე რომ, თუ ვარაუდი გამართლდა, 22 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის ეს სეზონი თითქმის დასრულებულია.

საბა საზონოვი „ემპოლის“ „ტორინოდან“ იჯარით შეუერთდა, ბოლო ორ მატჩში სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ „ემპოლიში“ დებიუტი არ ჰქონია. მიმდინარე სეზონში მის აქტივში ერთი შეხვედრაა, რომელიც "ტორინოში" ჩაატარა.