ვინი „რეალში“ აღარ მოსწონთ

ვინი „რეალში“ აღარ მოსწონთ

მადრიდის „რეალის" გარემარბის ვინისიუსის ურთიერთობა კლუბში უარესდება. გუნდში ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა ფეხბურთელის საქციელით, იტყობინება Cadena Ser ჟურნალისტ ანტონ მინაზე დაყრდნობით.

„მან დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა, რადგან ამის გამო კარგავს მხარდაჭერას კლუბში. ვინისიუსმა კარგად ითამაშა აგვისტოში ჩატარებულ თამაშებში, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და კლუბში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ დროა სხვაგვარად მოიქცეს.

ძირითადად იმიტომ, რომ ფეხბურთელი აღარ სარგებლობს იმ მხარდაჭერით, რომელიც მას კლუბმა გაუწია მადრიდის „რეალში" მოსვლის შემდეგ. ხედავდა, როგორ იცავდა მას კლუბი და როგორ უჭერდნენ მხარს თანაგუნდელები, მაგრამ ახლანდელი ვინისიუსი არ მოსწონთ. ბრაზილიელი უფრო სხვა თემებზეა ორიენტირებული, ის 100%-ით ფეხბურთში ა არის ჩართული. მართალია, აგრძელებს გოლების გატანას, მაგრამ ვინის მდგომარეობა მაწუხებს. როგორც ჩანს, ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბოლო კვირებში ვღელავდი, ვინის გარემოცვასთან საუბრისას შევნიშნე, რომ კლუბში მისთვის ერთადერთი დაცვა ანჩელოტია“, - ციტირებს გამოცემა ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა ადრე თქვა, რომ ესპანეთს უნდა ჩამოერთვას მომდევნო ევროს მატჩების მასპინძლობის უფლება, თუ ქვეყანაში რასიზმის ვითარება არ შეიცვლება. ამ განცხადებამ ბრაზილიელის მიმართ მასობრივი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.