უცნობი მაკოლეი კალკინი

უცნობი მაკოლეი კალკინი

საახალწლო დღეებში თითქმის ყველა ქართულ სატელევიზიო არხზე შესაძლებელია თავის დროზე მცირეწლოვანი მსახიობი მაკოლეი კალკინის მონაწილეობით გადაღებული ორი ფილმის ნახვა. საუბარია ლეგენდარულ კომედიურ დილოგიაზე – „მარტო სახლში”.

თავის დროზე ამერიკულ მას-მედიაში მაკოლეი კალკინის ბიოგრაფიის შესახებ საინტერესო ინფორმაციები გამოქვეყნდა.

მაკოლეი კალკინი და ელიზაბეთ ტეილორი მაიკლ ჯეკსონის შვილების ნათლიები არიან.

მაკოლეი კალკინს „ტიტანიკში” მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, ჯეკ დოუსონის როლზე საბოლოოდ, ლეონარდო დიკაპრიო დაამტკიცეს.

მაკოლეი კალკინი რამდენჯერმე დააკავა პოლიციამ მარიხუანისა და კოკაინის შენახვა-მოხმარებისთვის, თუმცა, არ დაუპატიმრებია და ყოველი დაკავების შემდეგ, ჯარიმების გადახდისთანავე ათავისუფლებდა.

„მარტო სახლის” სცენარი სპეციალურად მაკოლეი კალკინისთვის დაიწერა, თუმცა, მთავარმა რეჟისორმა კრის კოლამბუსმა მაინც გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ქასთინგი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მაკოლეიზე უკეთესი კანდიდატი კევინ მაკალისტერის როლზე არ არსებობდა.

მაკოლეი კალკინის საყვარელი კომპიუტერული თამაშია „უორლდ ოფ ვორკრაფტი”.

მაკოლეი კალკინი მაიკლ ჯეკსონთან მეგობრობდა. როდესაც პოპის მეფეს არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, მაკოლეი სასამართლოში ჯეკსონის დასაცავად სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა მის სახლში და არანაირი სექსუალური ძალადობა მაიკლის მხრიდან არ ყოფილა. მან ნამდვილ მეგობრად და ბრწყინვალე მამად დაახასიათა მაიკლ ჯეკსონი.